workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”სანტოსის” ვიცე-პრეზიდენტი: ”გუარდიოლამ ნეიმარი ვერ დაარწმუნა”

”სანტოსის” ვიცე-პრეზიდენტი: ”გუარდიოლამ ნეიმარი ვერ დაარწმუნა”

ბრაზილიური ”სანტოსის” ვიცე-პრეზიდენტმა, ოდილიო როდრიგესმა განაცხადა, რომ აწ უკვე მიუნხენის ”ბაიერნის” მწვრთნელმა, პეპ გუარდიოლამ ვერ შეძლო ნეიმარის გადმობირება.

”სანტოსის” მენეჯერის თქმით, ესპანელი სპეციალისტი ფეხბურთელის მამას უმტკიცებდა, რომ მისი შვილი მასთან ერთად უფრო კარგად გაიზრდებოდა, ტიტოს ”ბარსელონასთან” შედარებით.

როგორც ბრაზილიური გამოცემა Globo Esport იტყობინება, გუარდიოლა ფეხბურთელს უმტკიცებდა, რომ ვილანოვამ არ იცის თუ როგორ უნდა გამოიყენოს მესი და ნეიმარი ერთად, ასე რომ უმჯობესი იქნებოდა მისი ტრანსფერი მიუნხენის ”ბაიერნში”.

პეპმა ვერ შეძლო თავისი გეგმის რეალიზება, ამის მიზეზი არავინ იცის, თუმცა მთავარი როლი მაინც, ალბათ ფეხბურთელმა ითამაშა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward