კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი დაუკავშირდა “მილანის” პრეზიდენტ სილვიო ბერლუსკონის, იტყობინება Corriere Dello Sport.
შვედი ფორვარდი მთელი წელი ცდილობდა ადაპტაციის გავლას ესპანურ კლუბში. მართალია მან გაიტანა რამდენიმე გოლი, თუმცა ისეთი გრანდისათვის, როგორიც “ბარსაა” მარტო ეს არაა საკმარისი. ამ ყველაფერს ახლა დავიდ ვილას გადმოსვლაც დაემატა. როგორც გაირკვა, იბრაჰიმოვიჩი უკვე ისეთ მდგომარეობაშია, რომ გადაწყვიტა თვითონ დაიწყოს ახალი კლუბის ძებნა. “ბლაუგრანამ” მას ფასი 40 მილიონი ევრო დაადო. შეიძლება შვედი საერთოდ არ გაიყიდოს და არენდის სახით წავიდეს “მილანში”. ამ ფაქტზე მეტყველებს რამდენიმე დღის წინ ფეხბურთელის აგენტის, მინო რაიოლას და სილვიო ბერლუსკონის ფარული შეხვედრა.
წყარო: soccer.ru



