workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გვარდიოლა: “მესი “გოანთან” აუცილებლად ითამაშებს”

გვარდიოლა: “მესი “გოანთან” აუცილებლად ითამაშებს”

კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ ჩინურ “გოანთან” მატჩში ლიონელ მესი აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას. როგორც მოგეხსენებათ ესპანური კლუბი მართავს ამხანაგურ შეხვედრებს აზიაში. წინა თამაშისას K League–ს წინააღმდეგ, ლეოს თამაში არ იყო დაგეგმილი, თუმცა გულშემატკივრების დაჟინებული თხოვნით მან რამდენიმე წუთი გაატარა მოედანზე და მოახერხა დუბლის შესრულება.

“მესი ამ მატჩში აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას. მე დაველაპარაკები კლუბის ექიმებს და თავად ლეოს, რათა გავარკვიო თუ რამდენი ხანი შეეძლება არგენტინელს თამაში. შევეცდებით მან რაც შეიძლება დიდი დრო დაჰყოს მოედანზე.” ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს Marca.

წყარო: soccer.ru

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში