workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ინიესტას სიყვარული

ინიესტას სიყვარული

ფეხბურთი ძალიან ლამაზი სპორტია და ის უდიდეს სიამოვნებას გვანიჭებს, როგორც ფეხბურთის ქომაგებს, აგრეთვე პროფესიონალი ფეხბურთელების უმეტესობას. რა თქმა უნდა, მათთვის ფეხბურთი ცხოვრების მთავარი ჰობი და საყვარელი საქმეა, მაგრამ ფეხბურთის გარდა, თითეული მათგანი ზრუნავს თავის პირად ცხოვრებაზე.

ზოგი მათგანი დაქორწინებულია, ზოგსაც მეგობარი გოგონა ყავს. ეს ის ადამიანები არიან, რომლებსაც ფეხბურთელები ყოველ გატანილ გოლს, თუ მოგებულ თამაშ ს უძღვნიან. ძალიან საინტერესოა, როგორია თითოეული მათგანი გარეგნულად თუ პიროვნულად, როგორ ადამიანებთან უწევთ ცხოვრების გატარება ჩვენ ფავორიტ ფეხბურთელებს. პირველრიგში ჩვენთვის ერთ-ერთი უსაყვარლესი ანდრეს ინიესტა ავარჩიე და ვეცდები მცირეოდენი მოგიყვეთ მისი მეგობარი გოგონას შესახებ.

ანდრეს ინიესტას უკვე მეორე წელია, რაც მეგობარი გოგონა ყავს, თუმცა ისინი ერთად პაპარაცებმა მხოლოდ 2009 წლის ბოლოს შენიშნეს. ამის შემდეგ გახდა ცნობილი გოგოს შესახებ, რომელსაც ფართო საზოგადოება დღესაც არ იცნობს კარგად. ეს გოგონა არის კატალონიელი ანა ორტიზი. წყვილი 2008 წლიდან ერთად ცხოვრობს და ქორწილსაც მალე აპირებენ, თუმცა ზუსტი თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია. ერთ-ერთ ინტერვიუში ანდრეს ინიესტამ განაცხადა: 

“ჩემი პროგრესი ფეხბურთში ბოლო ორი წლის მანძილზე გახდა შესამჩნევი და ჩემს გუნდს თუ ნაკრებს გადამწყვეტ მომენტებში ვეხმარები. ეს ყველაფერი ანას დამსახურებაა, რომელიც ძალიან მიყვარს.”

პირველი სურათები ანას და ანდრესს 2009 წელს გადაუღეს, როდესაც ისინი კუნძულ იბიცასთან ახლოს მდებარე პატარა კუნძულ ფრომონტერაზე თბილ წყალში ნებივრობდნენ, აქ ანა წითელი თმებითა და ყვითელი თეთრეულით მოევლინა დამსვენებელ საზოგადეოებას და ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

ანას და ანდრესის ურთიერთობა ინიესტას ოჯახისთვისაც კარგადაა ცნობილი, იმდენად კარგად, რომ ანდრესის მშობლები და ანა ძალიან დაუმეგობრდნენ ერთმანეთს და სამხრეთ აფრიკაში, მსოფლიო ჩემოპიონატზე გამართული ესპანეთი-პარაგვაის მატჩის საყურებლად ერთად  იყვნენ სტადიონზე, მომავალი დედამთილ-მამამთილი და სარძლო. მსოფლიო ჩემოპიონატს ანა განსხვავებული იმიჯით ესტუმრა, მას  წითელი თმები ქერად ქონდა გადაღებილი. 

წყარო: andresiniesta.es/

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში