კარლეს პუიოლი “არსენალს” აკრიტიკებს. პუიოლის აღშფოთება ყველასთვის კარგად ნაცნობმა მოვლენებმა გამოიწვია, რომელიც სესკ ფაბრეგასის ტრანსფერთან არის დაკავშირებული.
ფაბრეგასს გულით სურდა დაბრუნებულიყო კლუბში, სადაც მან მისი ბავშვობა გაატარა და საფეხბურთო კარიერა დაიწყო, მაგრამ “არსენალის” ხელმძღვანელობამ ყველა ღონე იხმარა, რომ ის ერთი სეზონის განმავლობაში მაინც შეენარჩუნებინა.
“მეთოფეებმა” კატალონიელთა ყველა შეთავაზება უარით გაისტუმრეს და კარლეს პუიოლისათვის სრულიად გაუგებარია, რატომ დაიტოვა არსენ ვენგერმა “ემირათეს სთედიუმზე” ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც სხვა კლუბში გადასვლა ძალიან უნდა.
“ფაბრეს მოუწევს იმ კლუბში ერთი წლის გატარება, სადაც თამაში აღარ სურს. ეს სრულიად დაუშვებელია ეს ფეხბურთია და არა საბაზრო ეკონომიკა, ადამიანური ფაქტორებიც გასათვალისწინებელია და მხოლოდ სავაჭრო ობიექტად არ უნდა იქცეს თანამედროვე ფეხბურთელი.”
განაცხადა კარლეს პუიოლმა ინგლისურ “SUN”-თან საუბრისას.
“ძალიან მინდა ამ ფაქტმა ფაბრეგასის ფსიქოლოგიაზე უარყოფითად არ იმოქმედოს, ერთი კი უდავოა, რომ “არსენალს” უნდა გაეთვალისწინებინა ისეთი ფეხბურთელის სურვილი და ოცნება, რომელმაც მთელი 7 წელი შეალია კლუბის სახელისათვის ბძოლას. ფაქბრეგასმა “არსენალისთვის” ყველაფერი გააკეთა, მაგრამ არსენალი დასახულ უმაღლეს მიზნებს 5 წელია ვეღარ აღწევს.”
არ ცხრებოდა მთელი ინტერვიუს მანძილზე “ბარსელონას” კაპიტანი.
“ჩვენ პატიმრები კი არ ვართ, ჩვენ ვართ ადამიანები, რომელთა ინტერესი და სურვილები ყველა კლუბმა უნდა გაითვალისწინოს, XXI საუკუნეში ასეთი რამ ძალიან გასაკვირია. ”
soccerway.com



