ესპანური “ვალენსიას” ახალმა პრეზიდენტმა ამადეო სალვომ კომენტარი გააკეთა, კლუბის 29 წლის ფრანგი მცველის ჟერემი მატიეს “ბარსელონაში” შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით.
“მატიეს “ბარსას” უკავშირებენ? ის “ვალენსიას” შემადგენლობაში შემდეგ სეზონშიც კი იასპარეზებს.” – განაცხადა სალვომ.
აქვე შეგახსენებთ, რომ ფრანგი ფეხბურთელის კონტრაქტი “ვალენსიაში” 2014 წლამდეა ძალაში. ჟერემი მატიე “ღამურებს” 2009 წელს შეუერთდა.