გავიხსენოთ, რომ ცოტა ხნის წინ ვრცელდებოდა ინფორმაციები იმის შესახებ, რომ კლუბს დატოვებდა ესპანელი მეკარე ვიქტორ ვალდესი და მის ნაცვლად “ბარსელონა” მარკ-ანდრე ტერ შტეგენს მოიყვანდა გუნდში.
“ტერ შტეგენმა უკვე არაერთხელ განაცხადა, რომ იგი რჩება “გლადბახში”, ასე რომ ამის კიდევ ერთხელ გამეორება ვფიქრობ ზედმეტი იქნება”. – განაცხადა გერმანული კლუბის სპორტულმა დირექტორმა, მაქს ებერლემ.
გეტყვით, რომ ტერ შტეგენმა უკვე 100-მდე შეხვედრის ჩაატარება მოახერხა მიონხენური კლუბის რიგებში. მისი დებიუტი პირველ გუნდში 2011 წელს შედგა.
