გეტყვით, რომ 8 ივნისს მსოფლიო ჩემპიონატის 2014 წლის შესარჩევ ეტაპზე ერთმანეთს არგენტინის და კოლუმბიის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდებიან, სადაც “ბარსელონას” არგენტინელი ფეხბურთელის, ხავიერ მასკერანოს თქმით, მან და მისმა თანაგუნდელებმა რადამელ ფალკაოს მიმართ ძალიან დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ.
“ფალკაო – ბოლო სამი ან ოთხი წლის განმავლობაში არის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი მსოფლიოში. ის მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც ფეხბურთელი”.
“ჩვენ გვყავს გუნდში ფეხბურთელები, რომლებსაც შეუძლიათ რადამელის შეჩერება. ესენი არიან ფედერიკო ფერნანდესი, უგო კამპანიარო და ეზიკელ გარაი, მაგრამ ჩვენ მაინც კონცენტრირებულნი უნდა ვიყოთ ფალკაოზე, რადგანაც ნებისმიერი შეცდომა შესაძლოა ძვირად დაგვიჯდეს”. – განაცხადა მასკერანომ.
კარგად იცით, რომ მასკერანოსა და ფალკაოს ერთმანეთის წინააღმდეგ ესპანეთის ჩემპიონატში არაერთხელ უთამაშიათ. აქედან გამომდინარე კი ხავიერმა კარგად იცის კოლუმბიელი ფეხბურთელის შესაძლებლობები და საკმაოდაც უფრთხის მას. ასევე გეტყვით იმასაც, რომ რადამელ ფალკაო მადრიდის “ატლეტიკოდან” 60 მილიონ ევროდ “მონაკოში” გადავიდა და შემდეგი სეზონიდან იგი ფრანგული კლუბის ღირსებას დაიცავს.

