მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ადრიანო: “როსელმა მე და ალვეშს გვთხოვა, რომ ნეიმარს დავეხმაროთ”

ადრიანო: “როსელმა მე და ალვეშს გვთხოვა, რომ ნეიმარს დავეხმაროთ”

კატალონიის “ბარსელონას” ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, ადრიანო კორეიამ განაცხადა, რომ თავად და მისი თანაგუნდელი დანიელ ალვეში ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ მათმა თანამემამულემ და კლუბის ახალწვეულმა ნეიმარმა კლუბში ადაპტაციის პერიოდი წარმატებულად გაიაროს. 

ადრიანოს სიტყვების თანახმად ეს ყველაფერი ბრაზილიელებს კლუბის პრეზიდენტმა, სანდრო როსელმა სთხოვა.

“მართლაც, ეს ყველაფერი ჩვენ სანდრო როსელმა გვთხოვა, მაგრამ ჩვენ ამის გაკეთებას ყველანაირ შემთხვევაში ვაპირებდით. ჩვენ ყოველთვის ვეუბნებოდით ნეიმარს, რომ ჩვენი მხარდაჭერის იმედი სულ ჰქონოდა. მე და დანი ალვეში უკვე ნახევარი წელი ვესაუბრებოდით მას “ბარსელონაზე” და ესპანურ ფეხბურთზე. ყველა სხვა კლუბის პატივისცემით მინდა ვთქვა, რომ მან სწორი არჩევანი გააკეთა.” – განაცხადა, ადრიანომ.  

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში