“გლადბახის” გერმანელი მეკარე, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი “ბარსელონასთვის” საუკეთესო ვარიანტი გახლავთ. მისი ყოველი თვისება კატალონიური კლუბისთვის დამაკმაყოფილებელი გახლავთ. მისი პიროვნული თვისებები, ასაკი და ტალანტი ესპანური კლუბის ხელმძღვანელობას არწმუნებს იმაში, რომ ძალზე საჭიროა 21 წლის მეკარე.
შტეგენმა უკვე იუარა რამდენიმე კლუბის შეთავაზება, რადგანაც როგორც ცნობილია იგი ელოდება “ბარსელონასგან” შეთავაზებას. გეტყვით, რომ ის კლუბები, რომელიც შტეგენმა უარით გაისტუმრა გახლავთ, “არსენალი” და მილანის “ინტერი”. ამჟამად ახალგაზრდა გერმანელი მეკარის ყურადღება სრულიად “ბარსელონაზეა” გადატანილი და როგორც “ატლეტიკოს” ყოფილი ფეხბურთელი, ალვარო დომინგესი აცხადებს, შტეგენმა უკვე დიდიხანია დაიწყო კატალონიური ენის სწავლა.



