workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ერნესტო ვალვერდე უარყოფს

ერნესტო ვალვერდე უარყოფს

”ვალენსიის” მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ აღიარა, რომ მას არ ჰქონია არავითარი კონტაქტი ”ბარსელონას” წარმომადგენლებთან. 

ბოლო დროს, ესპანურ პრესაში აქტიურად განსახილვადი თემა იყო ვალვერდეს აღმოჩენა კატალონიაში. ჟურნალისტები ამტკიცებენ, რომ ტიტო ვილანოვა, რომელიც მკურნალობას აგრძელებს, დატოვებს ”ბლაუგრანას” მთავარი მწვრთნელის პოსტს. მის ერთ-ერთ პოტენციურ შემცვლელად ისინი ამჟამად ”ვალენსიის” მთავარ მწვრთნელს, ერნესტო ვალვერდეს განიხილავენ. 

“მსიამოვნებს ის ფაქტი, რომ ჭორების თანახმად ჩემით ისეთი გრანდია დაინტერესებული, როგორიცაა ”ბარსელონა”, თუმცა ამაში არ არის არაფერი კარგი, რადგან კატალონიელთა მწვრთნელი რეალურად ძალიან რთულ ვითარებაში აღმოჩნდა. მითუმეტეს, რომ პირადად მე არაფერი არ მსმენია ”ბარსელონას” ინტერესების შესახებ.” – ციტირებს ვალვერდეს გავლენიანი ესპანური გამოცემა AS.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward