მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
Marca: ლუიზი – “ბარსელონას” მთავარი სამინზე”

Marca: ლუიზი – “ბარსელონას” მთავარი სამინზე”

Marca-ს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კატალონიელთა მთავარი სამიზნე ახლა უკვე “ჩელსის” ბრაზილიელი ცენტრალური მცველი, დავიდ ლუიზია. შეგახსენებთ, რომ ლუიზი 2010 წელს ლონდონელთა რიგებში “ბენფიკადან” 25 მილიონ ევროდ გადავიდა, რომელმაც ამ დროის განმავლობაში ძალიან დიდი პროგრესი განიცადა და ჩამოყალიბდა მსოფლიოს ერთ ერთ საუკეთესო მცველად. ამავე წყაროს ცნობით, “ჩელსი” არ აპირებს ლუიზის 40 მილიონზე ნაკლებად გაშვებას.
თუმცა კატალონიელებმა ცოტა ხნის წინ უკვე განახორციელეს ნეიმარის ტრანსფერი, რომლებსაც ბრაზილიელი ფეხბურთელი 50 მილიონი ევრო დაუჯდათ და შესაბამისად “ბარსელონას” ხელმძღვანელობისთვის ლუიზის შეძენა ადვილი საქმე არ იქნება. ესპანური გამოცემა აღნიშნავს ასევე, რომ ლუიზის შესაძენად კატალონიურ კლუბს მოუწევს რამდენიმე ფეხბურთელისგან ფულის გამომუშავება. ლაპარაკია დავიდ ვილიაზე, რომლის გაყიდვასაც “ბარსელონა” არანაკლებ 15 მილიონ ევროდ აპირებს, ასევე საუბარი მიდიოდა ვალდესის გაყიდვაზეც, რომელმაც თავადვე განაცხადა უარი კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე, მაგრამ ბოლო მისმა გაკეთებულმა განცხადებამ, სადაც იგი ამბობს, რომ არ დატოვებს კატალონიურ კლუბს, აქედან გამომდინარე მისი გაყიდვის საკითხი სავარაუდოდ აღარ განიხილება.

ასე, რომ “ბარსელონას” მოუწევს საკუთარი გუნდიდან სხვა, რომელიმე ფეხბურთელისგან ფულის შოვნა. თუ ბოლო დროინდელ გავრცელებულ ჭორებს გადავხედავთ არსებობს შანსი იმისა, რომ კლუბი ტიაგო ალკანტარამ ან კრისტიან ტელიომ დატოვონ, რაც ფინანსურად ესპანური კლუბისთვის საკმაოდ მომგებიანიც იქნება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში