მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლუიზი: “არაფერი ვიცი “ბარსელონას” ინტერესის შესახებ”

ლუიზი: “არაფერი ვიცი “ბარსელონას” ინტერესის შესახებ”

“ჩელსის” ბრაზილიელი მცველი, დავიდ ლუიზი გამოეხმაურა მის გარშემო აგორებულ ჭორებს, რომელიც უკავშირდება მის “ბარსელონაში” გადაბარგებას. “ჩემი მიზანი ყოველთვის არის ის, რომ ვიყო ბედნიერი. “ბარსელონა” – არის გუნდი, რომელიც საუკეთესო ფეხბურთს თამაშობს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში”.

“მე ვიცი, რომ წარსულში კატალონიური კლუბი ჩემით ინტერესდებოდა, მაგრამ ახლა მე ამასთან დაკავშირებით არაფერი არ ვიცი”. – განაცხადა დავიდ ლუიზმა.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, ლუიზის მიმართ ინტერეს ასევე “რეალი” და “ნაპოლი” იჩენენ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში