ბრაზილიელი მცველის, ტიაგო სილვას აგენტმა განაცხადა, რომ მათ “ბარსელონასგან” არანაირი შემოთავაზება არ მიუღიათ და მისი კლიენტიც არ აპირებს ფრანგული კლუბის დატოვებას. “ნახეთ, რომ “ბარსელონამ” შეთავაზება გაუკეთა ჩემს კლიენტს? სიმართლე გითხრათ მე ეს არ მინახია”. – განაცხადა ტიაგოს აგენტმა.
ფრანგულ გაზეთთან “L’Equipe“-სთან საუბარში ფეხბურთელის აგენტმა განაცხადა: “თუ “პსჟ” მოინდომებს ტიაგო სილვას გაყიდვას, მაშინ მისი შეძენით არაერთი კლუბი დაინტერესდება, მაგრამ ჩემთვის ეს დიდი სიურპრიზი იქნება. მისი მომავალი არის “პსჟ-ში”.
მას შემდეგ, რაც მან გაიგო რომ შესაძლოა “პსჟ” კარლო ანჩელოტიმ დატოვოს და მის გზას ასევე ტიაგო სილვაც გაუყვეს ამასთან დაკავშირებით ბრაზილიელის აგენტმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: “მართალია ტიაგო იქნება იმედგაცრუებული, თუ ანჩელოტი დატოვებს კლუბს, მაგრამ ეს ყველაფერი არ ეხება ჩემს კლიენტს, რადგანაც მას უკვე კარლოს გარეშე მოუწევს ასპარეზობა “პსჟ-ს” რიგებში”. – განაცხადა პაულო ტონიეტომ.


