მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ტოტენჰემი” ვილიაში 12 მილიონს იხდის

“ტოტენჰემი” ვილიაში 12 მილიონს იხდის

“ბარსელონას” ასტურიელმა თავდამსხმელმა, დავიდ ვილიამ ამ ზაფხულს დიდი შანსია კატალონიური კლუბი დატოვოს და პრემიერ ლიგას მიაშუროს. დავიდს ჯერ ჯერობით კლუბისგან არანირი ოფიციალური განცხადება არ მიუღია იმის თაობაზე, რომ მან კლუბი უნდა დატოვოს. მაგრამ ფეხბურთელის ჩატარებული სეზონით და უკანასკნელი შეხვედრებით ნათელია, რომ ის ტიტო ვილანოვას გეგმებში სამომავლოდ აღარ შედის, რის გამოც სავარაუდოდ იგი ამ ზაფხულსვე დატოვებს “ბარსელონას”.

ამჟამად ესპანელი თავდამსხმელის სატრანსფერო ფასი დაახლოებით 8 მილიონ ევრომდეა. არის რამდენიმე კლუბი, რომლებსაც ვილიას საკუთარ რიგებში ხილვა სურთ, განსაკუთრებით კი მის მიმართ ინტერესს პრემიერ ლიგიდან იჩენენ, სადაც თავად ფეხბურთელს სურს კარიერის გაგრძელება. როგორც Daily Mail-მა ოთხშაბათს გაავრცელა ინფორმაცია, “ტოტენჰემი” მზად არის ვილიაში 12 მილიონი ევრო გადაიხადოს. ასევე 31 წლის ფეხბურთელის მიმართ ინტერესი “ლივერპულმაც” და “არსენალმაც” გამოიჩინა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში