მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რეინა: “რთულია უარი უთხრა ისეთ კლუბს როგორიც “ბარსელონაა”

რეინა: “რთულია უარი უთხრა ისეთ კლუბს როგორიც “ბარსელონაა”

როგორც მოგეხსენებათ “ბარსელონას” კიპერმა, ვიქტორ ვალდესმა განაცხადა, რომ სეზონის ბოლოს იგი კლუბიდან მიდის, რის შემდეგ ხელმძღვანელობამ სასწრაფოდ დაიწყო ახალი მეკარის ძებნა, რომელიც შეცვლიდა ვალდესს. ერთ ერთ კანდიდატად ვალდესის შემცვლელად კატალონიური კლუბი “ლივერპულის” მეკარეს პეპე რეინას მოიაზრებს.

თავად რეინამ ამ ყოველივეს შემდეგნაირად გასცა პასუხი: “ბარსელონა” – არის დიდი კლუბი, რომლისთვისაც უარი თქმა ძალიან ძნელია. თუმცა ჩვენ ვსაუბრობთ უბრალოდ ვარაუდებზე. თუ გადავწყვეტ ოდესმე “ლივერპულის” დატოვებას ამას მხოლოდ გავაკეთებ იმიტომ, რომ გავიზარდო როგორც ფეხბურთელი”.

“მე არ მაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “ბარსელონა” დაინტერესებულია ჩემით. ისიც კი არ ვიცი დაუკავშირდნენ თუ არა ისინი ჩემ აგენტს. მაგრამ ჩემი აგენტს თუ არ უთქვამს არაფერი ეს ნიშნავს იმას, რომ შემოთავაზება არ ყოფილა. მე მაკავშირებს კონტრაქტი “ლივერპულთან” და მოხარული ვარ ინგლისში თამაშით. ახლა მხოლოდ ერთი მიზანი მაქვს – დავრჩე “ლივერპულში”. – განაცხადა ესპანელმა მეკარემ.

შეგახსენებთ, რომ რეინა “ბარსელონას” სკოლის აღზრდილი გახლავთ, რომელმაც კატალონიური კლუბი 2002 წელს დატოვა, როდესაც იგი “ვილიარეალში” გადავიდა სათამაშოდ, სამი გატარებული სეზონის შემდეგ იგი 2005 წელს მან “ლივერპულს” მიაშურა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში