“მანჩესტერ იუნაიტედი” ცდილობდა ეწარმოებინა მოლაპარაკებები “ბარსელონას” ესპანელ ნახევარმცველთან, სესკ ფაბრეგასთან. გვაუწყებს El Mundo Deportivo.
ინგლისური კლუბის წარმომადგენლები ცდილობდნენ გაერკვიათ 26 წლის ფეხბურთელის მომავალი, აპირებდა თუ არა იგი კატალონიური კლუბის დატოვებას და ჰქონდა თუ არა თანხმობა მიცემული “არსენალისთვის”. თუმცა ფაბრეგასმა განაცხადა, რომ იგი არ დატოვებს “ბარსელონას” და არ სურს ასევე სხვა კლუბებთან მოლაპარაკებების გამართვა. აქედან გამომდინარე “მანჩესტერ იუნაიტედი” ესპანელთან დაკავშირებას აღარ აპირებს.



