“ნაპოლის” ურუგვაელმა თავდამსხმელმა, ედინსონ კავანიმ განაცხადა, რომ მას ბავშვობაში ჰქონდა ოცნება ეთამაშა “ბარსელონაში” ან “რეალში”. “როდესაც ბავშვი ვიყავი, ვოცნებობდი მეთამაშა “ბარსელონაში” ან მადრიდის “რეალში”. მაგრამ “ნაპოლი” – დიდი გუნდია და მე ამაყი ვარ, რომ მაცვია ამ გუნდის მაისური. ამჟამად მე მაქვს “ნაპოლისთან” მოქმედი კონტრაქტი და ვფიქრობ მხოლოდ კლუბზე”. – განაცხადა კავანიმ.
აქამდე ფეხბურთელის აგენტმა, ერნესტო ბრონცეტიმ განაცხადა, რომ კავანი სავარაუდოდ ამ ზაფხულს “ნაპოლის” არ დატოვებს.



