მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტიაგო: “გადაწყვეტილებას ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მივიღებ”

ტიაგო: “გადაწყვეტილებას ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მივიღებ”

“ბარსელონას” ახალგაზრდა ნახევარმცველმა, ტიაგო ალკანტარამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ იგი თავის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას 2013 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მიიღებს. “ჭორები “ბარსელონადან” წასვლის შესახებ? ევროპის ჩემპიონატის შემდეგ შევხედავ სიტუაციას და ამის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას”. – განაცხადა ტიაგომ.

ამჟამად ახალგაზრდა ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 18 მილიონი ევროა. მოგეხსენებათ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ტიაგოთი დაინტერესებულია “მანჩესტერ იუნაიტედი” და მადრიდის “რეალი”, რომლებიც ზაფხულში აპირებენ 22 წლის ფეხბურთელისთვის ბრძოლას.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში