ჰოლანდიის ეროვნული ნაკრებისა და “დორტმუნდის” ყოფილმა მწვრთნელმა, ბერტ ვან მაარვიკმა საქებარი სიტყვები არ დაიშურა იუპ ჰაინკესის გუნდის მიმართ და ასევე განაცხადა ისიც, რომ “ბარსელონა” რომელიც ბოლო წლებში დომინანტი იყო ევროპული ფეხბურთის, მათი დრო დასრულებულია. მაარვიკი მიიჩნევს, რომ ამჟამად “ბაიერნზე” ძლიერი მსოფლიოში არცერთი კლუბი არ არის.
“მე დარწმუნებული ვარ, რომ “ბაიერნი” ევროპული ფეხბურთის ახალი დომინანტია. რაც შეეხება “ბარსელონას”, მე ბოდიში, თუმცა მიმაჩნია, რომ მათი დომინირება ევროპულ ფეხბურთში დასრულებულია. მათი სათამაშო ფილოსოფია უკვე აღარ ჭრის. ისინი თავიანთ სუსტ მხარეებს დიდი ხნის განმავლობაში მალავდნენ, თუმცა როდესაც გუნდი აღარ იმყოფებოდა ფორმაში ეს ყველაფერი უკვე სააშკარაოზე გამოვიდა”. – განაცხადა მაარვიკმა.



