ორი აზრი არ არსებობს, რომ ”ბარსელონას” გოლკიპერი, ვიქტორ ვალდესი ზაფხულში კატალონიურ კლუბს დატოვებს, იტყობინება ესპანური პრესა.
ლურჯ-ბროწეულისფრების კარის დარაჯმა, თანაგუნდელებთან ერთად სადილობისას (სადილს გარკვეული მიზეზების გამო არ ესწრებოდა ტიტო ვილანოვა და კიდევ ზოგიერთი ფეხბურთელი) განაცხადა, რომ ამ სეზონის მიწურულს იგი აუცილებლად დატოვებს კატალონიურ გრანდს. ამ განცხადებაზე ფეხბურთელების რეაქცია, ჯერ-ჯერობით უცნობია.
აღსანიშნავია, რომ ”ბარსელონა” ხელმძღვანელობა უკვე ეძებს ვალდესის შემცვლელს. მთავარ კანდიდატად მოიაზრება 22 წლის, მიუნხენგლადბახის ”ბორუსიისა” და გერმანიის ეროვნული ნაკრების მეკარე, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი.



