მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”ბარსელონას” სამიზნეები (ნაწილი IX)

”ბარსელონას” სამიზნეები (ნაწილი IX)

”ბარსელონას” სამიზნეები (ნაწილი IX)… უკვე არაერთხელ მოგახსენეთ, რომ ”ბარსელონამ” შუა სეზონში 4 ფეხბურთელის შეძენა გადაწყვიტა: თავდამსხმელი, მეკარე, ცენტრალური მცველი და მეოთხის პოზიცია უცნობი იყო. პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ეს, ან ფლანგის მცველი უნდა ყოფილიყო ან კიდევ ერთი თავდამსხმელი, თუმცა პროცესში ყველაფერი სხვანაირად წარიმართა.

მივუახლოვდით ცხელ ზაფხულს და ჩვენი საყვარელი პრეზიდენტი, თავის მარჯვენა ხელთან (ანდონი სუბისარეტასთან) ერთად გადაწყვიტა, რომ მეოთხე ფეხბურთელის პოზიცია ცენტრალური ნახევარმცველი იქნებოდა. რამ გამოიწვია ეს უცნაური გადაწყვეტილება ვერ გეტყვით, თუმცა გეტყვით თუ ვის შეძენას შეეცდება ნახევარმცველის პოზიციაზე ”ბლაუგრანა” ზაფხულში: ისკო და ილკაი გიუნდოგანი. პირველ მათგანზე უკვე გესაუბრეთ, ახლა კი თურქი ლეგიონერის ჯერია…

http://25.media.tumblr.com/6f6f8f47f29d90585817556aeadcb85b/tumblr_mm2d3lqb1W1rj9yeqo3_400.jpg

ვინ არის ილკაი გიუნდოგანი? წარმოშობით თურქი 22 წლის ფეხბურთელი, რომელიც გერმანიის ეროვნულ ნაკრებში ირიცხება. 2011 წელს იგი დორტმუნდში გადაბარგდა და სხვათაშორის, ”ბორუსიის” ხელმძღვანელობა განიკიცხებოდა ყველა ფეხბურთის სპეციალისტის მიერ. მათი აზრით, ილკაის სატრანსფერო ფასი არ იყო მისი შესაძლებლობების შესაბამისი, თუმცა… დღევანდელ ”ბორუსიაში”, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა, იგი დორტმუნდელთა თითოეული  შეტევის დირიჟორია.

მართალი გითხრათ, დიდი ხანია ვაკვირდები ამ ფეხბურთელის თამაშს. არა იმიტომ, რომ იგი ახლახანს ”ბარსელონას” სამიზნე გახდა, არამედ იმიტომ, რომ უბრალოდ ჩემი სიმპათიები დაიმსახურა. აშკარა განსხვავებაა 2011/12 წლების გიუნდოგანსა და 2012/13 წლების გიუნდოგანს შორის. ეს ცვლილება უარყოფითისკენ როისმა გამოიწვია. რა მინდა ამით გითხრათ, გამოჩნდა ერთ-ერთი მინუსი თურქი ნახევარმცველისა – მოედანზე დაკარგვა, როდესაც წინ ძლიერი შემტევი ნახევარმცველები ჰყავს. ზოგიერთმა თქვენგანმა შეიძლება იფიქროს, რომ მე ამ ფეხბურთელის წინააღმდეგი თუმცა თქვენ შეცდებით. ძალიან მინდა მისი ხილვა კატალონიაში, ვინაიდან ”იუნაიტედი” უკვე აქტიურად ცდილობს ტიაგოს შეძენას. ილკაი არის ახალგაზრდა, პერსპექტიული ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია უამრავი შედეგიანი გადაცემის დაგროვება და ამავდროულად, ნახევარმცველისთვის ძალიან მაღალი შედეგიანობა. 

[media=http://www.youtube.com/watch?v=TFQQPebsvPo]

 

[media=http://www.youtube.com/watch?v=giaB-34cNVw]

“ბარსელონას” სამიზნეები (ნაწილი I)

“ბარსელონას” სამიზნეები (ნაწილი II)

“ბარსელონას” სამიზნეები (ნაწილი III)

“ბარსელონას” სამიზნეები (ნაწილი IV)

“ბარსელონას” სამიზნეები (ნაწილი V)

“ბარსელონას” სამიზნეები (ნაწილი VI)

“ბარსელონას” სამიზნეები (ნაწილი VII)

“ბარსელონას” სამიზნეები (ნაწილი VIII)

სპეციალურად თქვენთვის, დავით თანანაშვილი

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში