მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავი: “დოპინგი არასოდეს მიმიღია”

ჩავი: “დოპინგი არასოდეს მიმიღია”

“ბარსელონას” ესპანელმა ნახევარმცველმა, ჩავი ერნანდესმა FIFA.com-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი 15 წლიანი პროფესიონალური კარიერის განმავლობაში მას დოპინგი არასოდეს მოუხმარია. “მე არასოდეს მიმიღია დოპინგი ჩემი 15 წლიანი პროფესიონალური კარიერის განმავლობაში. ეს არც კლუბში მომხდარა და არც სხვაგან”.

როგორც მოგეხსენებათ, ბოლო დროს FIFA-მ მკაცრად დაიწყო აღნიშნული საკითხის კონტროლი და ფეხბურთელები ვალდებულნი არიან გაიარონ დოპინგ ტესტი. თავად ჩავიმ კი ამ ყოველივეს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. “მე ეს ტესტები ჩავაბარე ძალიან კარგად. ეს ყველაფერი ვთვლი, რომ საჭიროც არის და პირადად ჩემთვის ყველანაირი კონტროლი მისაღები და ძალიან კარგია. ხალხი უნდა იყოს ჯანმრთელი, განსაკუთრებით კი სპორტსმენი”. – ამბობს ჩავი.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში