მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”ბარსელონას” სამიზნეები (ნაწილი VIII)

”ბარსელონას” სამიზნეები (ნაწილი VIII)

”ბარსელონას” სამიზნეები (ნაწილი VIII)… როგორც უკვე მოგახსენეთ, მიმდინარე სეზონის ზამთრის ეტაპზე, კატალონიური კლუბის პრეზიდენტმა, სანდრო როსელმა განაცხადა, რომ არ აქვს მნიშვნელობა დარჩება თუ არა კლუბში ვალდესი, ”ბარსელონას” მაინც შეიძენს მეკარეს. ამ სიახლის გაჟღერების შემდეგი ”ბარსას” სამი კიპერი დაუკავშირეს – დე ხეა, ტიბო კურტუა და მარკ-ანდრე ტერ შტეგენი. ამ ნაწილში ჩვენ სწორედ გერმანელ ამომავალ ვარსკვლავზე ვისაუბრებთ, რომელიც ამჟამად მიონხენგლადბახის ”ბორუსიის” ღირსებას იცავს.

ვინ არის მარკ-ანდრე ტერ შტეგენი? 21 წლის ამომავალი ვარსკვლავი. ზოგი გერმანიაში მას ”მეორე კანს” უწოდებს. ჯერ-ჯერობით უხერხულია მისი ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო კიპერთან შედარება, მაგრამ ვინ იცის რა მოხდება. აუცილებლად არის აღსანიშნავი ის, რომ მან 2 სეზონში მოიპოვა მთელი მსოფლიოს სიმპათია. ძალიან ახალგაზრდა, მაღალი, ორივე ფეხით კარგად მოთამაშე. მოკლედ, იდეალური ვარიანტი ნებისმიერი გუნდისთვის. ერთადერთი მისი ნაკლი არის გამოუცდელობა ევროპის ასპარაზზე, თუმცა ”ბლაუგრანაში” ეს 1-2 სეზონში მოგვარდება და თუ ჩვენ მარკ-ანდრეს ასაკით ვიმსჯელებთ, მას კიდევ 15-16 შესანიშნავი სეზონის ჩატარება შეუძლია.

http://25.media.tumblr.com/de81cebdf23e33f58351204c6e141e58/tumblr_mhia0b4gZW1rp90uwo1_500.png

ერთადერთი პრობლემა მის ტრანსფერთან დაკავშირებით იყო ვიქტორ ვალდესი. შეიძლება ცუდად ჟღერს, მაგრამ ფაქტი სახეზეა. ნებისმიერი მეკარე (მითუმეტეს, ახალგაზრდა) ახალ კლუბში გადასვლისას პირველ რიგში ფიქრობს ექნება თუ არა სათამაშო პრაქტიკა. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთ უარყოფით მოვლენას დადებითი მოჰყვა. ვიქტორი სავარაუდოდ ”მონაკოში” გადავა, ხოლო კატალონიელები ვიქტორის შემცვლელის ძიებას დაიწყებენ. ახალგაზრდა, ნიჭიერი – მართალია, ზემოთ ჩამოთვლილი სამი მეკარიდან თითოეული გამოირჩევა ამ თვისებებით, მაგრამ მაინც ყველაზე მეტად არის მოსალოდნელი კატალონიურ კლუბში სწორედ ტერ შტეგენის ხილვა.

ჩვენ ვლაპარაკობთ ოფიციალურ ხელშეკრულებებზე, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს თავად ფეხბურთელს. ”ბლაუგრანასთვის” სასიხარულოდ მარკ-ანდრეს ძალიან უყვარს კატალონია. პრესაში ჭორი გავარდა, რომ მან უკვე ესპანური ენის სწავლა დაიწყო, ჭორები კი ჰაერიდან არ მოდის. არ ვმალავ, რომ მის ტრანსფერს ძალიან ოპტიმისტურად ვუდგები და ვიმედოვნებ, რომ ჩემი იმედები გამართლდება. ჩემი აზრით, არცერთი კულე არ უნდა იყოს წინააღმდეგი ვიქტორის ასეთი შემცვლელისა.

[media=http://www.youtube.com/watch?v=oqvFRcdvtAE]

[media=http://www.youtube.com/watch?v=W8F18EczDEQ]

“ბარსელონას” სამიზნეები (ნაწილი I)

“ბარსელონას” სამიზნეები (ნაწილი II)

“ბარსელონას” სამიზნეები (ნაწილი III)

“ბარსელონას” სამიზნეები (ნაწილი IV)

“ბარსელონას” სამიზნეები (ნაწილი V)

“ბარსელონას” სამიზნეები (ნაწილი VI)

“ბარსელონას” სამიზნეები (ნაწილი VII)

სპეციალურად თქვენთვის, დავით თანანაშვილი

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში