კატალონიის “ბარსელონას” 16 წლის ახაგაზრდა თავდამსხმელმა სერხი კანოსმა ინგლისურ “ლივერპულთან” კონტრაქტი უკვე გააფორმა. კონტრაქტის პირობებში ახალგაზრდა ფეხბურთელი “ლივერპულში” წელიწადში 36 ათას ევროს მიიღებს, “ბარსელონაში” კი მას ორჯერ მეტს სთავაზობდნენ.
მიმდინარე სეზონში კანოსმა “ბარსელონას” ახალგაზრდულ გუნდში 13 შეხვედრა ჩაატარა და მის აქტივში 15 გატანილი ბურთია.
