მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რეინამ „ბარსელონასა“ და მის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

რეინამ „ბარსელონასა“ და მის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

30 წლის ესპანელმა გოლკიპერმა “ბარსელონასა” და კატალონიაში მის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.

“ძნელია ჭორების გაკონტროლება, თუმცა ყოველთვის სასიამოვნოა, როდესაც შენს სახელს ისეთ კლუბთან აკავშირებენ, როგორიც “ბარსელონაა”. მე კლუბს ძალიან კარგად ვიცნობ რადგან აქ გავიზარდე. ნებისმიერ ფეხბურთელს აღაფრთოვანებდა ისეთ დიდ კლუბში თამაში როგორიც “ბარსაა”. – განაცხადა პეპე რეინამ.

“მე “ბარსელონაში” არაჩვეულებრივი წლები გავატარე. აქ 50ზე მეტი შეხვედრა ჩავატარე. ეს თამაშები საოცრად დამეხმარა ჩამოყალიბებაში. რა თქმა უნდა მსურდა ამ კლუბში მეტი დრო გამეტარებინა, თუმცა ამგვარი დრმატიზებაა საჭირო არაა.”

ფეხბურთელმა მის შესაძლო ტრანსფერზეც ისაუბრა: “არ ვიცი რაიმე საკითხის მოლაპარაკებები მიმდინარეობს თუ არა ჩემს აგენტსა და კლუბს შორის, თუმცა ვთვლი, რომ ამ დროისთვის არაფერი სერიოზული არ ხდება.”

როდესაც რეინას ჰკითხეს, სურს თუ არა კარიერის ესპანეთში დასრულება მან უპასუხა: “რა თქმა უნდა. თუმცა არავინ იცის ფეხბურთი რას გვიმზადებს. ჩემი დიდი სურვილია სიამოვნება მივიღო  დარჩენილი მატჩებით და თავი გუნდის ღირსეულ ნაწილად ვიგრძნო. ისე, როგორც “ლივერპულში”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში