მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსა” კიევის “დინამოს” გოლკიპერით ინტერესდება

“ბარსა” კიევის “დინამოს” გოლკიპერით ინტერესდება

უკრაინული კლუბის კარის დარაჯი მაქსიმ კოვალი, ვიქტორ ვალდესის სავარაუდო შემცველელთა სიაში მოხვდა, რომელმაც “ბლაუგრანასთან” კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, უარი განაცხადა.

Sport.es-ის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონას” ხელმძღვანელობა უკრაინელთა 20 წლის მეკარის თამაშითაა დაინტერესებული. ეს ფეხბურთელი, სავარაუდო შეძენის სიას შეუერთდა, რომლებშიც შემდეგი მოთამაშეები შედიან: პეპე რეინა (“ლივერპული”), მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (გლადბახის “ბორუსია”), ვისენტე გუაიტა (“ვალენსია”), ტიბო კურტუა (“ატლეტიკო”, ეკუთვნის “ჩელსის”).

წყაროზე დაყრდნობით, კოვალის სატრანსფერო თანხა დაახლოებით ათ მილიონ ევროს შეადგენს.

მიმდინარე სეზონში, მაქსიმმა 33 ჩატარებულ შეხვედრაში, 29 ბურთი გაუშვა, მათ შორის, ოთხი უეფას ჩემპიონთა ლიგაზე და ასევე ოთხი მსოფლიოს 2014 წლის შესარჩევ შეხვედრებში.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში