“სანტოსის” ვიცე–პრეზიდენტმა ოდილიო როდრიგესმა დაადასტურა ნეიმარის სურვილი გახდეს “ბარსელონას” ფეხბურთელი.
უკვე დიდი ხანია პრესა (და არა მხოლოდ პრესა) ნეიმარის საკითხს განიხილავს. როგორც ცნობილია, ბრაზილიელი “ბარსელონაში” კონფედერაციის თასის შემდეგ, ივლისში ჩაფრინდება.
ნეიმარის ხელში ჩაგდებას სხვა კლუბებიც ცდილობენ (“ბაიერნი”, “რეალ მადრიდი”), თუმცა როდრიგესის განცხადებით ფეხბურთელს მხოლოდ კატალონიაში სურს თამაში.
“ნეიმარმა გვითხრა, რომ მას “ბარსაში” თამაში სურს. არსებობს სხვა შემოთავაზებებიც, თუმცა ფეხბურთელი უპირატესობას კატალონიურ კლუბს ანიჭებს. არსებობს არაოფიცილაური შემოთავაზებები მადრიდელებისგანაც, თუმცა ვიცით, რომ ეს შემოთავაზება ოფიციალურ სახეს სულ მალე მიიღებს”.
ნეიმარის კონტრაქტს ვადა 2014 წელს ეწურება. 2009 წლიდან მოყოლებული მან “სანტოსის” მაისურით 100ზე მეტი შეხვედრა ჩაატრა და 50 გოლზე მეტის გატანა შეძლო.



