კატალონიური კლუბის მთავარი სამიზნის, ნეიმარის შეძენა არც ისე ადვილი აღმოჩნდა, როგორც ”ბარსელონას” ხელმძღვანელობას თავიდან ეგონა, იტყობინება ესპანური პრესა.
ერთადერთი პრობლემა, რომელიც კატალონიელებს მოსაგვარებელი დარჩათ ეს ნეიმარის მამაა. ”ბარსელონას” წარმომადგენელი, ამჟამად ბრაზილიაში იმყოფება და ბრაზილიურ კლუბთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ”სანტოსმა” საბოლოოდ გადაწყვიტა ნეიმარის ტრანსფერზე დაყენება და უკვე ლურჯ-ბროწეულისფრებსაც შეუთანხმდა. ასევეა, კომპანია DIS (რომელიც ბრაზილიელი ფეხბურთელის 40%-ს ფლობს) და კომპანია Teisa (რომელიც ბრაზილიელი ფეხბურთელის 5%-ს ფლობს). თუმცა თავად ფეხბურთელის მამა თვლის, რომ მისი შვილი ”ბარსელონაში” კონფედერაციის თასამდე გადასვლა არასწორი იქნება, რადგან მისი აზრით, კონფედერაციის თასის შემდეგ ნეიმარის სატრანსფერო ფასმა წესით უნდა აიწიოს. ამით მოგებას ნახავს, როგორც ”სანტოსი”, ისე ნეიმარის მამაც.



