ბრაზილიელი ნეიმარის მამამ განაცხადა, რომ მისი შვილი უახლოეს დღეებში თავისი მომავლის შესახებ არ იფიქრებს.
“ახლა ჩემი შვილი მთლიანად გადართულია სან–პაულუს თასის ფინალზე, სადაც “სანტოსი” ბოლო 3 წლის განმავლობაში იმარჯვებს. მხოლოდ ამის შემდეგ დაფიქრდება ის თავის მომავალზე” – განაცხადა ნეიმარის მამამ.
შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა მედიის ცნობით ბრაზილიელით “ბარსელონა” და “რეალი” ინტერესდებიან.



