”ბარსელონას” სპორტულმა დირექტორის, ანდონი სუბისარეტას აზრით, სეზონის დასრულებისას კარლეს პუიოლი კლუბს არ დატოვებს, იტყობინება ესპანური პრესა.
ესპანეთში არ გამორიცხავენ ალბათობას, რომ კარლესი კატალონიურ გრანდს დატოვებს, რადგან სამწვრთნელო შტაბი უკვე შეუდგა ახალი ცენტრალური მცველის ძიებას.
”ვფიქრობ, რომ პუიოლი ”ბარსელონაში” დარჩება. მოვლენების სხვაგვარ განვითარებაზე არც კი გვიფიქრია.” – განაცხადა სუბისარეტამ.


