მიუნხენის “ბაიერნი” უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს გერმანელებმა ბრაზილიური “სანტოსის” ამომავალ ვარკსვლავთან, ნეიმართან კონტრაქტი უკვე გააფორმეს.
ცოტა ხნის წინ, “სანტოსის” ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, ვისენტე კასკიონემ განაცხადა, რომ ნეიმარი კარიერას “ბაიერნში” განაგრძობს, მაგრამ ეს ინფორმაცია სიმართლე არ გამოდგა. გერმანული Sky Sports-ის ცნობით, მიუნხენური გუნდის წარმომადგენლებმა კომენტარი უკვე გააკეთეს. “ეს სრული ნონსენსია. მსგავსი არაფერი მომხდარა.” – აცხადებს “ბაიერნის” პრესმდივანი მარკუს ჰიორვიკი.
შეგახსენებთ, რომ ნეიმარი “ბარსელონას” ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა. აქამდე არაერთხელ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კატალონიელებს ბრაზილიელთან წინასწარი შეთანხმება უკვე მიღწეული აქვთ.



