”ბარსელონას” სამიზნეები (ნაწილი VII)… კატალონიელთა ხელმძღვანელობამ ორიოდე კვირის წინ განაცხადა, რომ ”მალაგას” ახალგაზრდა ვარკსვლავი, ისკო მათი ინტერესების სფეროში მოხვდა. მართალია, ”ბარსელონა” არ უჩივის კარგი ნახევარმცველების რაოდენობას გუნდში, მაგრამ თითოეულმა ესპანურმა გაზეთმა აიტაცა ეს ტრანსფერი და არ არის გასაკვირი, თუ უახლოეს ზაფხულში ”ბარსას” რიგებს ისკო შეავსებს.
ვინ არის ისკო? 21 წლის, ცოტა სათამაშო პრაქტიკით, მაგრამ პერსპექტიული ფეხბურთელი. ლა ლიგაში, ალბათ, საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე. ფეხბურთელი, რომელსაც თანაბრად კარგად შეუძლია როგორც გოლების გატანა, ისე საგოლე გადაცემების დარიგება. იგი ”მალაგას” პრაქტიკულად ყველა შეტევაში იღებს მონაწილეობას. მოკლედ, ერთი სიტყვით იგი არის ანდალუსიელთა დირიჟორი. იგი დაიბადა მალაგაში და დღემდე აქაც ცხოვრობს. კლუბის შეცვლაზე პრეტენზიაც არასდროს არ ჰქონია, მაგრამ მაინც ბევრი ელის ამ ტრანსფერის განხორციელებას.

მართალია მოედნის შუა ხაზში ”ბარსელონას” არანაირი პრობლემა არ აქვს, მაგრამ ინფორმაციები კატალონიელთა ინტერესების სფეროზე ჰაერიდან არ მოდის. კი, ჩვენ გვყავს ისეთი ძლიერი ახალგაზრდა ნახევარმცველები როგორებიც არიან ტიაგო, დოს სანტოსი, სერხი რობერტო და ა.შ. ამ ეტაპზე ისკო ნამდვილად ერთი თავით მაღლა დგას თითოეულ მათგანზე, მაგრამ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ტრანსფერი აუცილებლად გამოიწვევს ტიაგო ალკანტარას გუნდიდან წასვლას და შესაძლოა, კატალონიური გრანდი სერხი რობერტომაც დატოვოს. ასე რომ უდიდესი პატივისცემისა ისკოს მიმართ მე ნამდვილად არ ვარ ამ ტრანსფერის მომხრე.
მარტო ჩემზე არ არის ყველაფერი დამოკიდებული, ასე რომ მოდით ვისაუბროთ მის დადებით მხაარეებზე. ისკოს ერთ-ერთი უმნიშნნელოვანესი დადებითი თვისება ეს არის პლეიმეიქერობის საოცარი უნარი. შესანიშნავი მოედნის ხედვის შერწყმა ბრწყინვალე მაღალ (თუ დაბალ) პასთან. არ ფიქრობს მხოლოდ თავის თავზე, თუმცა თვითონაც შეუძლია გოლსი გატანა. მიუხედავად, არც ისე კარგი ფიზიკური კონდიციებისა კარგად დაყენებული შორეული დარტყმა. მისი დახასიათებით თუ ვიმსჯელეთ, იგი ზუსტად ”ბარსელონას” ტიპაჟის ფეხბურთელია. მიუხედავად ამისა, მე მოგახსენეთ ჩემი მოსაზრება ამ ტრანსფერზე ახლა კი მოდით დავტკბეთ მისი კარგი თამაშის ამსახველი ვიდეოებით.
[media=http://www.youtube.com/watch?v=pMuQ_0U8HCQ]
[media=http://www.youtube.com/watch?v=gN0WmzSnCIw]
[media=http://www.youtube.com/watch?v=EbcV83O05gc]
სპეციალურად თქვენთვის, დავით თანანაშვილი



