ახალი მაისური, რომელიც “ბარსელონას” ჩემპიონობას ეძღვნება, უკვე გაყიდვაშია.
მაისურის წინა მხარეს გამოსახულია ლოზუნგი: “Campions Lliga 2012/13” “ბარსას” ლოგოთი, რომლის გარშემოც ყველა ის წელია გამოსახული, როდესაც კატალონიელებმა ლა ლიგის თასი მოიგეს. მაისურის უკანა მხარეს კი იმ ფეხბურთელთა სახელებია, რომლებმაც წელს ლა ლიგის თასი მოიპოვეს. ასევე ნახსენებია “ბარსას” ორი მწვრთნელი – ტიტო ვილანოვა და ჟორდი როურა.
მაისური ოფიციალურად გაყიდვაში ოშაბათს გამოვა და მისი ყიდვა “ბარსას” ოფიციალურ ვებ–მაღაზიაში შეგეძლებათ. მაისურის ფასი მოზრდლებისთვის 29, ხოლო ბავშვებისთვის 23.50 ევროა.