კატალონიის “ბარსელონას” პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას სურს შემდეგ კვირაში წარადგინოს დავიდ ვილა, როგორც “ბლაუგრანას” ახალი ფეხბურთელი, გადმოგვცემს Marca.
უფრო მეტიც, ცნობილია დღე, როდესაც ეს მოხდება: ოთხშაბათი, 19 მაისი.
ამავდროულად, როგორც გამოცემა იუწყება, ეს დრო შესაძლოა შეიცვალოს.
შეგახსენებთ, რომ ლაპორტამ ფეხბურთელთან სიტყვიერ შეთანხმებას უკვე მიაღწია, ახლა კი ელოდება ეროვნული ჩემპიონატის დასრულებას, რათა ოფიციალურად განაცხადოს ეს ყოველივე.
წყარო: Championat.ru
