workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კეიტა: “ადრიანო ადაპტაცას მალე გაივლის”

კეიტა: “ადრიანო ადაპტაცას მალე გაივლის”

კეიტა დაუბრუნდა თავის გუნდს შვებულების შემდეგ და მან ერთ-ერთი სპორტულ გამოცემას მისცა ინტერვიუ.

თვლით თუ არა, რომ თქვენი შვებულება იყო ძალიან მცირე?

– მე ძალიან დიდი დრო გავატარე ჩემს ქვეყანაში. ჩემს შვილებთან და მეუღლესთან ერთად.

ძნელი იყო მსოფლიო ჩემპონატისთვის თვალყურის მიდევნება სახლიდან?

– თუ თქვენ გულისხმობთ სამხრეთ აფრიკას მაშინ არა.

და თქვენ უყურებდით მატჩებს ტელევიზიით, მართაია?

– დიახ, თუ ყველას არა, ზოგიერთი მაინც.

ვის უჭერდით მხარს?

– უფრო აფრიკულ გუნდებს, მაგრამ ამავე დროს ესპანეთსაც, რადგან იქ  ჩემი ბევრი მეგობარი თამაშობს. ძალიან გამიხარდა ესპანეთის გამარჯვება.

რატომ?

– ფეხბურთელებს მეტი მოტივაცია აქვთ კლუბში კარგად თამაშისათვის. რადგან მათ მსოფლიოზე დიდ წარმატებას მიაღწიეს და კლუბში უფრო მოტივირებულნი დაბრუნდებიან. ესპანეთის ნაკრებში დაახლოებით რვა ან ცხრა ფეხბურთელია “ბარსელონადან.”

დამოკიდებულია რამე ცესკზე?

– მათ გაიმარჯვეს და ცესკმაც დიდი წვლილი შეიტანა მისი გუნდის გამარჯვებაში, მაგრამ უკეთესი იქნებოდა გამარჯვებული პირდაპირ სახლში დაბრუნებულიყო.

და ინიესტაზე რას იტყვით?

– ინიესტა ფინალში გმირი გახდა. მან გადამწყვეტი გოლი გაიტანა და მოაგებინა მის გუნდს. წარმოიდგინეთ რა გახარებული იქნებოდა ინიესტა, მაგრამ ეს არ იყო მხოლოდ ინიესტას კარგი თამაში, მას ხელი პუიოლმა, ჩავიმ, პიკემ, ვილამ და სხვა ფეხბურთელებმა შეუწყვეს ხელი.

როგორი იყო თქვენი აზრით აფრიკისათვის მსოფლიო ჩემპიონატი?

– მე ვფიქრობ, რომ “განამ” კარგად ითმაშა და ბევრსაც მიაღწია. “კოტ დივუარი” აფრიკაში საუკეთესოა ჩემი აზრით მაგრამ მათ არ გაუმართლათ და რთულ ჯგუფში მოხვდნენ. “კამერუნმა” და “სამხრეთ აფრიკამ” ვერ იასპარეზეს კარგად მაგრამ რაც მთვარია ისინი აფრიკის კონტინენტზე თამაშობდნენ.

იქნებ აგვიხსნათ ეს?

– ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ასეთი რამ მოხდა აფრიკის რესპუბლიკაში და ამიტომ ეს იყო მნიშვნელოვანი.

“ბარსელონას” ახალ ფეხბურთელზე, ადრიანოზე რას იტყვით?

– ის დიდი ფეხბურთელია. მას შეუძლია ერთდროუდად 5-6 პოზიციაზე თამაში

თქვენს მსგავსად?

– არა, იგი არის ჩემზე კარგია და აქვს უკეთესი ტექნიკური უნარები, ვიდრე მე.

თქვენთვის მძიმე აღმოჩნდა ადაპტაციის პერიოდი “ბარსელონაში”, როგორ ფიქრობთ ადრიანოსაც გაუჭირდება ადაპტაცია?

– არამგონია, მან წესით ადვილად უნდა გაიაროს ადაპტაცია.

რატომ?

– ის კარგად ხმარობს ორივე ფეხს და ამიტომაც ვფიქრობ, რომ რთული არ უნდა იყოს მისთვის ადაპტაციის პერიოდი. ის თამაშობდა “სევილიაში” და გადმოვიდა “ბარსელონაში” ისევე, როგორც ალვეში, მოგეხსენებათ ალვეშს არ გაუჭირდა ადაპტირება. ძნელია მცველისთვის გოლის გატანა მაგრამ ალვეში ხშირად იტანს და მგონია, რომ ადრიანოც ხშირად გაიტანს. მან იცის, როდის უნდა შევინარჩუნოთ ბურთი, ასევე იცის, როდის და როგორ უნდა გადავიდეს სწრაფ შეტევაში. ამიტომ ვფიქრობ, რომ არ უდნა გაუჭირედეს ადაპტირება.

თქვენ მოითხოვეთ სხვა თავდაცვითი ნახევარმცველი მეორე დღეს. თქვენი აზრით, ეს აუცილებელია?

– ბუსკეტსმა ჩაატარა კარგად მსოფლიო ჩემპიონატი, კლუბშიც კარგად თამაშობს მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ საჭიროა კიდევ ერთი ნახევარმცველი.

იცით თუ არა ისეთი ფეხბურთელი, რომელიც იაიას შეცვლის?

– მე პირადად ვიცნობ აბდუ ტრაორეს. ის კარგი ფეხბურთელია.

ხართ თუ არა აზიის ტურისათვის მზად?

– ცოტა მეშინია, მაგრამ მე ბევრი უნდა ვიმუშავო

წყარო: totalbarca.com

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში