“ბარსელონას” მარცხენა მცველი ხორდი ალბა თვლის, რომ მსოფლიოში საუკეთესო კლუბში თამაშობს.
“გასულ სეზონს მაღალ შეფასებას მივცემდი. ნახევარფინალების გამოკლებით, საევროთასო ასპარესზე ძალიან კარგად გამოვედით. “ბაიერნი” შესანიშნავი იყო, ჩვენ კი ვერ ვითამაშეთ ისე კარგად, როგორც ეს შეგვიძლია.
ბოლო წლების განმავლობაში, “ბარსელონა” მსოფლიოს საუკეთესე კლუბი იყო და ჩემი აზრით, ეს ახლაც ასეა. ყველა კლუბის აზრს პატივს ვცემ, მაგრამ შეხედეთ რამდენი ტიტულის მოგება მოახერხა კატალონიურმა კლუბმა ბოლო 10 წლის განმავლობაში.
თუ “ატლეტიკოსთან” გავიმარჯვებთ, ჩვენ ესპანეთის ჩემპიონები გავხდებით, “რეალზე” კი აღარაფერი იქნება დამოკიდებული. ყველაფერი ჩვენს ხელშია. ეს ჩემი პირველი ტიტული იქნება, ძალიან მინდა ჩემპიონობა.” – განაცხადა ალბამ.



