“ბარსელონას” ძირითადი კანდიდატი ვალდესის შემცვლელად, ამჟამად პეპე რეინაა, რომელსაც კატალონიელები იმ შემთხვევაში გადმოიბირებენ, თუ ვალდესმა გუნდი დატოვა.
კატალონიელებმა არჩევანი “ლივერპულის” ესპანელ გოლკიპერზე, რეინაზე შეაჩერეს, რომელიც “ბარსელონას” სკოლის აღზრდილი გახლავთ. აქამდე თავად ვიქტორ ვალდესმა განაცხადა, რომ იგი კონტრაქტის ამოწურვამდე დარჩება კლუბში, თუმცა დიდი შანსია, რომ მან ამ ზაფხულსვე დატოვოს გუნდი. ყველაფერი თუ კი ასე განვითარდება, მაშინ “ბარსელონას” ხელმძღვანელები მის შემცვლელად პეპე რეინას მოიყვანენ.
