მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლეო მესი – „ატლეტიკოს“ ღამის კოშმარი

ლეო მესი – „ატლეტიკოს“ ღამის კოშმარი

ლეო მესი მადრიდის “ატლეტიკოს” ღამის კოშმარად ექცა. მას მადრიდელთა კარში 20 გოლი აქვს გატანილი, აქედან 17 ლა ლიგაზე, ხოლო 3 ესპანეთის სამეფო თასზე. “ატლეტიკო” მესის “საყვარელი” გუნდია, რომელსაც “მადრიდის რეალი” მოსდევს 18 გატანილი გოლით.

არგენტინელმა ესპანელებთან შეხვედრაში სამჯერ შესძლო ჰეთ–თრიკის შესრულება. პირველად 2008/2009  წლის სეზონზე, მეორედ 2 წლის შემდეგ ლა ლიგის ეგიდით გამართულ შეხვედრაში “კამ ნოუზე”, მესამე კი შვიდი თვის შემდეგ 2011/2012 წლების სეზონის დასაწყისში, როდესაც “ბარსამ” მეტოქეს სძლია ანგარიშით 5–0.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ლეო ბოლო 5 მატჩია მეტოქეს ზედიზედ უტანს გოლებს. უკანაკნელი თამაში, რომელიც არგენტინელმა უგოლოდ დაასრულა 2010 წლის 14 თებერვალს გაიმართა. ამ შეხვედრაში კატალონიელები დამარცხდნენ ანგარიშით 2–1. ერთადერთი გოლი კი იბრაჰიმოვიჩის ანგარიშზეა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში