ალექსის სანჩესი არ აპირებს კატალონიურ კლუბზე უარის თქმას მიუხედავად იმისა, რომ მისი სახელი ფიგურირებს იმ ფეხბურთელთა სიაში, რომლებიც, სავარაუდოდ, დატოვებენ კლუბს ამ ზაფხულს. ჩილელ ფეხბურთელს ძალიან სურს “ბარსელონაში” კარიერის გაგრძელება. სანჩესის თქმით, მისი მომავალი მხოლოდ “ბარსასთან” არის დაკავშირებული.
ბოლო პერიოდში უამრავი ჭორი გაჩნდა იმის თაობაზე, რომ ალექსის სანჩესით დაინტერესებული არის რამდენიმე კლუბი, განსაკუთრებით კი ჩილელის მიმართ ინტერესს ტურინის “იუვენტუსი” იჩენდა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ბედი ელის სანჩესს, მაგრამ მცირეა იმის შანსი, რომ მან ამ ზაფხულში კლუბი დატოვოს, ამის წინაპირობას თავად ფეხბურთელის “ბლაუგრანასადმი” ერთგულება და მონდომება წარმოადგენს. “მე სრულიად კონცენტრირებული ვარ კლუბზე და ჩემი მომავალი მთლიანად “ბარსელონას” უკავშირდება. მინდა გითხრათ, რომ არ ვაპირებ გუნდის დატოვებას”. – განაცხადა სანჩესმა.


