კატალონიის “ბარსელონამ” უკვე დიდი ხანია ვიქტორ ვალდესის შემცვლელის ძიება დაიწყო, რომელსაც კლუბთან ახალი კონტრაქტი არ სურს. კატალონიელები კი აპირებენ შემდეგ სეზონს ახალი მეკარით შეხვდნენ.
ესპანელი ვიქტორ ვალდესის კონტრაქტი მომავალი წლის ზაფხულში იწურება თუმცა შესაძლოა მან კლუბი მომავალ ზაფხულში დატოვოს. Mundo Deportivo-ს ცნობით კი “ბარსელონა” კლუბის ნომერ პირველი მეკარის შემცვლელად კვლავ მოისაზრებენ “ლივერპულის” კიპერს პეპე რეინას. ამ უკანასკნელის ტრანსფერი 10 მილიონად არის შეფასებული.
