workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გვარდიოლა: ”მესი შესანიშნავი მცველია!”

გვარდიოლა: ”მესი შესანიშნავი მცველია!”

კატალონიელების ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ხოსეპ გვარდიოლა თვლის, რომ მესი ძალიან კარგად ართმევს თავს დაცვით ფუნქციებს. 

”ბარსელონას” ყოფილ თავკაცს არაერთხელ დაუხასიათებია მესი მხოლოდ დადებითი სიტყვებით, მაგრამ მან პირველად ისაუბრა ლეოს დაცვით ფუნქციებზე: ”მესი საუკეთესო მცველია იმათ შორის, ვინც კი მე ოდესმე მინახავს. ბურთის მიღების მცდელობისთანავე იგი უკვე გვერდზე გიდგას და მზადაა, რომ ბურთი აგართვას. დარწმუნებული ვარ, რომ მარცხენა და მარჯვენა ფლანგებზე ისეთივე სასარგებლო იქნება, როგორც ცენტრში. არის თუ არა ეს ჩემი დამსახურება? არა, მე რა შუაში ვარ? მან ეს იცის და არავინ არ დაუკარგავს. ამჟამინდელ ლეოზე ძალიან ვრცლად მესაუბრა ტიტო ვილანოვა.”

მიმდინარე ლა ლიგის გათამაშებაში ლეომ მონაწილეობა 30 მატჩში მიიღო და 44 გოლის გატანაც მოასწრო. ამ სეზონში არგენტინელი სუპერვარსკვლავი მეოთხეჯერ ზედიზედ გახდა ”ოქროს ბურთის” მფლობელი.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward