“– გპირდებით, რომ გავაგრძელებთ გამარჯვებას” – განაცხადა ფეხბურთელმა იმათ გასაგონად ვისაც გონია, რომ ორწლიანი თავბრუდამხვევი გამარჯვებების შემდეგ “ბარსელონა” დაკარგავს გამარჯვების სურვილს და მოტივაციას. ნახევარმცველი უსაზღვროდ ოპტიმისტურად შესცქერის მომავალ სეზონს.
გამარჯვებულის სული
ბუსკეტსმა მოიგო შვიდი ტიტული “ბარსელონასთან” ერთად და მსოფლიო ჩემპიონატი ესპანეთის ნაკრებთან, მაგრამ მეტი სურს.
“- თუ კი ეს შემადგენლობა რამით გამოირჩევა სხვა შემადგენლობისგან ეს არის ის, რომ მას გააჩნია სურვილი და უსაზღვრო ამბიცია ახალი ტიტულების მოგებისა.”
გვარდიოლას ფაქტორი
ბუსკეტსმა იცის, რომ თუ კი ვინმეს “თავში აუვარდება” ყოველთვის გამოჩნდება ის ადამიანი, რომელიც მათ ღრუბლებიდან დედამიწაზე დააბრუნებს.
“- დარწმუნებული ვარ, რომ გვარდიოლა მოდუნების საშუალებას არ მოგვცემს. თუ კი ჩვენ, ვთქვათ და ამ წელს ვერ მოვახერხებთ ტიტულის მოგებას ეს მოტივაციის არქონის ბრალი არ იქნება.”
ჩემპიონის უკმარისობა
უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში, რაიმე გამონაკლისის გარეშე პრიმერა “ბარსელონასა” და “რეალს” შორის პერსონალურ დუელად იქცა. ბუსკეტსი იმედოვნებს, რომ წელს სხვა გუნდებიც ჩაერთვებიან საჩემპიონო ორთაბრძოლაში.
“- ფეხბურთის კეთილდღეობისათვისვე უმჯობესი იქნება, რომ გარბენი მხოლოდ ორმა ლაზიერმა არ მოახდინოს. ეჭვგარეშეა ის, რომ “ბარსელონა” და “რეალი” ჩემპიონატის ორი საუკეთესო კლუბია, როგორც ფინანსური მდგომარეობით, ისე შემადგენლობის მხრივაც, მაგრამ ჩემპიონატისთვის უკეთესი იქნებოდა, რომ იყოს მეტი კონკურენცია.”
წყარო:www.fcbarcelona.cat



