”ბარსელონას” სამწვრთნელო შტაბი თვლის, რომ აბიდალთან გახანგრძლივება არ იქნება მიზანშეწონილი გადაწყვეტილება.
საქმე ისაა, რომ ტიტო ვილანოვა და მისი თანაშემწეების აზრით, ამ რთული დაავდების შემდეგ ერიკ აბიდალი ვერ მოახერხებს საუკეთესო კონდიციების აღდგენას და იმ ფეხბურთის ჩვენებას, რომელსაც იგი 3-4 წლის წინ აჩვენებდა. თვითონ აბიდალი კი თვლის, რომ მას შეუძლია უმაღლეს დონეზე თამაში კიდევ ერთი სეზონი. აღსანიშნავია ისიც, რომ ”ბარსელონამ” აბიდალს კატალონიური კლუბის მსოფლიოს ელჩობა შესთავაზა. ერიკის პასუხი პრესაში ჯერ არ გამოქვეყნებულა.
შეგახსენებთ, რომ აბიდალს ორჯერ დაჭირდა ქირურგიული ჩარევა. მეორე მათგანის დროს განხორციელდა, ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია.



