”ბაიერნის” ფეხბურთელები ”კამპ ნოუზე” ნათამაშები განმეორებითი შეხვედრის შემდეგ, მიუნხენში ხავი მარტინესის გარეშე გაემგზავრნენ.
24-წლის ფეხბურთელი პრესის წარმომადგენლებმა ძალიან დიდ ხანს დააკავეს. საბოლოოდ მან ამ ზონიდან გამოსვლა ძლივ-ძლივობით შეძლო და გარეთ გამოსვლისთანავე შეამჩნია ავტობუსის არყოფნა. ამ კურიოზული ინციდენტის შემდეგ, მარტინესს ტაქსის გამოყენება დასჭირდა და დილით, მიუნხენში კლუბთან ერთად ჩავიდა.



