”ბარსელონას” ყოფილმა თავკაცმა, პეპ გვარდიოლამ დღეს გასამართი შეხვედრის შესახებ კონფერენციის დროს ისაუბრა.
”ბარსელონა” და ”ბაიერნი” ფანტასტიკური გუნდები არიან, ამ შეხვედრაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. შეხვედრას მოუთმენლად ველოდები. ორივე გუნდი მიმდინარე სეზონში შიდა ჩემპიონატში დამაჯერებლად ლიდერობდა და ეს მათთვის დამსახურებული წარმატებაა. როგორ პროგნოზს გავაკეთებ? იცით, მე ძალიან ცუდი პროგნოზისტი ვარ” – განაცხადა გვარდიოლამ.
შეგახსენებთ, რომ ”ბარსელონასა” და ”ბაიერნს” შორის მატჩი ”ნოუ კამპზე” დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.



