2009 წლის 8 აპრილი, “ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგის ეგიდით “კამპ ნოუზე” მიუნხენის “ბაიერნი” მიიღო და არაამქვეყნიური და სანახაობრივი ფეხბურთის შემდგომ მეტოქეს 4 უპასუხო გოლი გაუტანა. “ლურჯ-ბროწეულისფრებმა” მაშინვე გადაწყვიტეს შემდეგ ეტაპზე გასვლა.
ეს ალბათ იყო საუკეთესო 45 წუთი, რომელიც “ბარსელონას” გულშემატკივარს მუდამ დარჩება მეხსიერებაში. 15 წუთის შემდეგ მესის და ეტო’ოს გოლების წყალობით “ბარსელონა” უკვე 2:0-ს იგებდა შესვენებამდე გასვლამდე კი ტიერი ანრიმ და ისევ არგენტინელმა სხვაობა ოთხამდე გაზარდეს. “ბარსელონას” ქომაგთა სიხარულს დასასრული არ უჩანდა.
მალელი სეიდუ კეიტას გოლმა, რომელმაც ფრანკ რიბერის შედეგიან გასროლას უპასუხა “ბარსელონა” ოფიციალურად გაიყვანა 1/2 ფინალში. შედეგად კი “ბარსელონა” რომში სანუკვარ ტიტულს იგებს. და ეს ტიტული სეზონში მესამეა რაც იმას ნიშნავს, რომ “ბარსელონა” ტრიპლეტს იფორმებს და კლუბში გვარდიოლას ეპოქა იწყება.
Barca Tv დღევანდელი მატჩის წინ გულშემატკივარს სთავაზობს კიდევ ერთხელ გაიხსენოს ეს შესანიშნავი მატჩი.
[media=http://www.youtube.com/watch?v=VRTxN3rebvA]



