”ბაიერნის” ფრანგმა ნახევარმცველმა, ფრანკ რიბერიმ შეაფასა მიუნხენური კლუბის ფინალში გასვლის შანსები.
”კი, ჩვენ პირველი თამაში გამანადგურებელი ანგარიშით მოვიგეთ, მაგრამ ”კამპ ნოუზე” სულ სხვა თამაში წარიმართება. ”ბარსელონა” სხვაგვარად ითამაშებს. ასე, რომ ჩვენი ფინალში გასვლის შანსები არ აღემატება 80%-ს.” განაცხადა რიბერიმ და დაამატა: ”ჩემპიონთა ლიგის ფინალში კი უძლიერესი კლუბი გავიდა! ისინი შესანიშნავად ატარებენ ამ სეზონს ევროთასებზე და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ”ბორუსია” ერთადერთი კლუბია, რომელსაც წელს ჩემპიონთა ლიგაზე ჯერ არ წაუგია.”
