მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“არსენალს” ვილია აღარ აინტერესებს

“არსენალს” ვილია აღარ აინტერესებს

ლონდონის “არსენალი”, როგორც მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ, “ბარსელონას” ესპანელი თავდამსხმელის დავიდ ვილიას მიმართ ინტერესს იჩენდა, თუმცა გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მეთოფეებს” ვილია აღარ აინტერესებთ.

ამჟამად ლონდონური კლუბის ყურადღება სრულიად მიპყრობილია “ფიორენტინას” იუგოსლავიელ ფეხბურთელზე, სტევან იოვეტიჩზე. აქამდე ვილია “არსენალისთვის” მთავარ სამიზნედ მიიჩნეოდა შეტევის გასაძლიერებლად. ამ დროისთვის კი თავად ასტურიელ თავდამსხმელს სურს კატალონიურ კლუბთან ახალ კონტრაქტს მოაწეროს ხელი და კარიერა კვლავ “ბარსელონაში” გააგრძელოს. შეგახსენებთ, რომ 31 წლის ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი 2014 წლის ზაფხულში იწურება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში