მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბეკენბაუერი: “ბარსელონა” “ბაიერნის” ფეხბურთელებზე პროვოცირების მოხდენას ეცდება

ბეკენბაუერი: “ბარსელონა” “ბაიერნის” ფეხბურთელებზე პროვოცირების მოხდენას ეცდება

ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი დარწმუნებულია, რომ კატალონიელები ყველაფრის ფასად ეცდებიან ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლას.

ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/2 ფინალურ დაპირისპირებაში “ბარსელონამ” “ბაიერნთან” გამანადგურებელი მარცხი განიცადა, ანგარიშით 0:4, თუმცა ფრანც ბეკენბაუერი დარწმუნებულია, რომ კატალონიელები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რათა “ნოუ კამპზე” ქამბექი მოახდინონ.

“ბარსელონა” არაფერს არ დაიშურებს იმისათვის, რათა “ბაიერნის” ფეხბურთელებს წონასწორობა დააკარგვინოს და ბრძოლაში იმ მეთოდებს გამოიყენებს, რომელიც ფეხბურთის წესებს არ იცავს. ისინი ფინალისთვის იბრძოლებენ”, – აცხადებს ბეკენბაუერი.

“კატალონიელები არ დანებდებიან და დიდი ალბათობით მეტოქის ფეხბურთელებზე პროვოცირების მოხდენას ეცდებიან და საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერ ბინძურ ხრიკს გამოიყენებენ. “ბაიერნი” უნდა ეცადოს, რომ ოპონენტებთან დაპირისპირება თავიდან აიცილოს, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, თამაშის წესების დარღვევას ძალიან ბევრჯერ ვიხილავთ”, – განაცხადა ლეგენდარულმა მცველმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში